ტრამპის ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოხატავს იმ ცნობებზე, რომ ირანის ხელისუფლებამ შიდა ინტერნეტის შექმნაში და გლობალური ინტერნეტიდან ქვეყნის იზოლაციის კუთხით პროგრესს მიაღწია. სახელმწიფო დეპარტამენტმა, „ამერიკის ხმის“ სპარსულ სამსახურთან განაცხადა, რომ შეშფოთების მიზეზი ირანის მიერ ე.წ. „ეროვნული საინფორმაციო ქსელის“ შექმნა და „ დრაკონული კონტროლით ინტერნეტ თავისუფლების შეზღუდვაა“.
„ქვეყნები, რომლებიც მსგავს სასოწარკვეთილ ნაბიჯებს დგამენ უმტკიცებენ მსოფლიოს, რომ მათ საკუთარი ხალხის ეშინიათ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა 23 მაისს.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობების მიხედვით, თეირანის მცდელობა, შეექმნა ინტრანეტი - ქვეყნის შიდა ინტერნეტის ქსელი, 80 პროცენტით დასრულებულია. ოფიციალური პირების განცხადებით, „ეროვნული საინფორმაციო ქსელი“ ირანს კიბერ-შეტევებისგან დაიცვას, და მისცემს ირანელებს საშუალებას მაღალი სიჩქარის და დაბალი ფასის მომსახურება მიიღონ. ინტრანეტი დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული იქნება.
დღეს ირანელები, იმ უცხოურ საიტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რომელიც ქვეყანაში დაბლოკილია „ვი-პი-ენ“-ის სისტემას იყენებენ. თუმცა ირანის ოფიციალური პირები საუბრობენ იმაზე, რომ თეირანი უცხოურ სოციალურ მედიაზე წვდომას გაამკაცრებს, თუ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ომში გადაიზრდება.
სახელმწიფო დეპარტამენტ ამბობს, რომ ის გააგრძელებს მუშაობას ტექნოლოგიურ კომპანიებთან და ხაზინის დეპარტამენტთან, რათა ხელი შეუწყოს ინფორმაციაზე თავისუფალ წვდომას ირანში.
Facebook Forum