თვითმხილველთა განცხადებით, ოთხშაბათს დამასკოში სირიელ მეამბოხეებს და სამთავრობო ჯარებს შორის ბრძოლები კვლავ მიმდინარეობდა. ანტიკურ ქალაქ პალმირაში ორი ტერორისტული აქტი განხორციელდა, რასაც 20 უსაფრთხოების თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამოყვარულო კამერით გადაღებულ ვიდეოში კარგად მოსჩანს დამასკოს ცენტრში სამთავრობო ძალებზე მიტანილი იერიში. თვითმხილველთა განცხადებით, ასადის არმიამ შეტევას არტილერიით უპასუხა.
სირიის მეამბოხეთა არმიამ გაავრცელა დეკლარაცია, რომელიც ოთხშაბათს დედაქალაქზე განხორციელებულ შეტევას დამასკოს გათავისუფლებას უწოდებს. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში ჩამოთვლილ მეამბოხეთა დაჯგუფებებს შორის, მეამბოხეთა 6 ბრიგადის გარდა, ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯაბათ ალ-ნუსრას დაჯგუფებაც შედის.