ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ჰომსში კვლავ შეტაკებებია


ქალაქ ჰომსში კვლავ შეტაკებებია
ქალაქ ჰომსში კვლავ შეტაკებებია

სირიის უშიშროების ძალებმა ჰომსის ქუჩებში გამოსული ათი ათასობით დემონსტრანტი ცრემლმდენი გაზით დაშალა. ამასობაში, ქალაქ ჰომსში ჩასულმა დამკვირვებლებმა ბაშარ ალ ასადის დაპირებებს - ქალაქებიდან ტანკებისა და ჯარის გაყვანას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას-მეთვალყურება უნდა გაუწიონ.

ლონდონში მდებარე ადამიანის ულებების დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ანტი სამთავრობო დემონსტრაციაზე 70 ათასი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ. ქალაქის ცენტრში ქვეყნის უშიშროების ძალებთან მათ შეტაკება მოუვიდათ. არსებობს მოყვარული კამერით გადაღებული ვიდეომასალაც, სადაც ჩანს რომ ჰომსში უშიშროების ძალებმა საბრძოლო ჭურვები გამოიყენეს. დაღუპულია 6 ადამიანი

XS
SM
MD
LG