ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქიმიურ იარაღს სავარაუდოდ სირიის ოპოზიციაც იყენებს


ექიმების და დაზარალებულების ჩვენებათა მიხედვით, მეამბოხეთა შენაერთებმა სირიაში მომწამლავი აირი-ზარინი გამოიყენეს

გაეროს უფლებადამცველების განცხადებით, მათ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე ძალებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. შვეიცარიის ტელევიზიით გამოსვლის დროს კომისარმა კარლა დელ პონტემ, დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, განაცხადა, რომ ექიმთა და დაზარალებულთა ჩვენებების მიხედვით, ოპოზიციურმა ძალებმა სირიაში მომწამლავი აირი-ზარინი გამოიყენეს.

კარლა დელ პონტეს თქმით, გაეროს ჯერჯერობით საკმარისი სამხილი არ გააჩნია და ძიების დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ამიტომ დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება გაეროს ექსპერტების მხრიდან ამ ეტაპზე შეუძლებელია. ცნობილია, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში დაპირისპირებული მხარეები ქიმიური იარაღის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG