ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ლტოლვილები თურქეთში


თურქეთის ხელისუფლებამ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს დახმარებით 50 000 ადამიანის რეგისტრაცია ჩაატარა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
უმსტეიფ აიშა ალ-ფადილი რვა შვილის დედაა, რომელიც თურქეთის სამხრეთში ქალაქ ქილისის მახლობლად მდებარე სირიელი ლტოლვილების ბანაკში ცხოვრობს.

ოჯახის გამოსაკვებად ის იძულებულია ხუბუსის ფოთლები მოაგროვოს და ამ ბოსტნეულის წვნიანი მოუხარშოს ბავშვებს. აიშა და მისი ოჯახი ერთი თვის წინათ გამოიქცნენ სირიიდან და თურქეთში თავშეფარებულ სირიელ ლტოლვილებს შეუერთდნენ, რომლებიც იქ უსაბუთოდ, პასპორტების გარეშე იმყოფებიან.

თურქეთში შემოსვლიდან ათი დღის მანძილზე აიშა შვილებთან ერთად ადგილობრივ პარკში ათევდა ღამეს. მათ ყველანაირი დანაზოგი შემოეხარჯათ, უფროსმა ბიჭებმა კი სამუშაოს პოვნა ვერ მოახერხეს.
როგორც აიშა ამბობს:

ახლა ზამთარია, ჩვენ კი აქ არავის ვიცნობთ. ამიტომ სამსახურსაც ვერ ვშოულობთ.“
მას სხვა ლტოლვილების მსგავსად სამშობლოში დაბრუნება ენატრება:“ ერთი ოცნება მაქვს, დილას გავიღვიძო და ისევ სირიაში ვიყო. სირია ისეთი ლამაზია...“

აიშას სიძე აჰმედ ნასეფი თურქეთში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, მას შემდეგ რაც ის და მისი ბავშვები ძლივს გადაურჩნენ სააჰერო დაბომბვას. უსახლკაროდ და უმუშევრად დარჩენილი აჰმედი საგონებელშია ჩავარდნილი და აღარ იცის როგორ გამოკვებოს ბავშვები:

“ ჩვენ მხოლოდ პატარა დახმარებას ვიღებთ. აქ არანაირი პერსპექტივა არ გაგვაჩნია, უსაბუთოდ დარჩენილი არალეგალები ვართ.“

ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშნები ჯერ-ჯერობით არ ჩანს. აჰმედ მუსტაფა თურქეთში 7 თვის წინ ჩამოვიდა. მისი 11 სულიანი ოჯახი ორ ოთახშია შეყუჟული, მაგრამ აქედანაც შეიძლება ნებისმიერ დროს გაასახლონ. ბავშვებს ზამთავრი ჩასაცმელი წესიერი ფეხსაცმელი არ აქვთ და არც სკოლაში დადიან.

როგორც აჰმედ მუსტაფა ამბობს:

“ რა არის ახლა ჩემი ცხოვრება? რვა შვილის პატრონმა ყველაფერი დავკარგე, წყლის დასალევი ჭიქაც კი არ დამრჩა.“

თურქეთის ხელისუფლებამ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს დახმარებით 50 000 ადამიანის რეგისტრაცია ჩაატარა, მაგრამ 150 ათასი სირიელი ლტოლვილი ჯერ კიდევ უსაბოთოდ აგრძელებს ცხოვრებას.
XS
SM
MD
LG