ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაჰიმის დიპლომატია


საერთაშორისო დესპანი ჩინეთს სირიის კრიზისის მოგვარებაში ჩართვისკენ მოუწოდებს

სირიაში წარგზავნილი საერთაშორისო დესპანი ჩინეთს სირიის კრიზისის მოგვარებაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ლახდარ ბრაჰიმიმ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იანგ ჯიჩისთან საუბარში განაცხადა.

ბრაჰიმი პეკინს ეწვია და იმედოვნებს, რომ ჩინეთის ხელისუფლებას სირიის კონფლიქტის გადაჭრისთვის ჩართვაში დაარწმუნებს. ბრაჰიმი ჩინეთს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს. მანამდე ის მოსკოვში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ჩინეთმა და რუსეთმა გაეროში უშიშროების საბჭოს რეზოლუციას რამდენჯერმე დაადეს ვეტო, რომელიც სირიის მთავრობის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.
XS
SM
MD
LG