ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა ალეპოსთვის


ასადის არმია ამბოხებულებს ვერტმფრენებით უტევს

სირიის ოპოზიციის აქტივისტების ინფორმაციით, სამთავრობო ძალები ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქზე - ალეპოზე შეტევას განაგრძობენ.

შეერთებული შტატები შიშობს, რომ ქალაქში შესაძლოა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა განხორციელდეს. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების დაკვირვების ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ასადის შეიარაღებული ძალები ალეპოს რამდენიმე უბანში ამბოხებულთა პოზიციებს ვერტმფრენებიდან ტყვიამფრქვევებით უტევენ.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა ნავი პილეიმ გამოთქვა შიში, რომ ალეპოში მასობრივი კონფრონტაცია გარდაუვალია. მან მთავრობას და ამბოხებულებს სამოქალაქო პირების დაცვისკენ მოუწოდა. ამავდროულად, სირიიდან მეზობელ ლიბანში საერთაშორისო წითელმა ჯვარმა თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა. ალეპოსთვის ბრძოლები 20 ივლისს დაიწყო.
XS
SM
MD
LG