შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სირიის სამხედრო ძალები ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალეპოზე სერიოზულ თავდასხმას გეგმავენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნია ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ქალაქის შესასვლელში ტანკების კოლონები დგას და შეტევისთვის ემზადება. თვითმხილველთა ინფორმაციით, სირიის სამხედრო ძალების სამხედრო თვითმფრინავებმა და ვეტმფრენებმა უკვე მიიტანეს იერიში ალეპოზე. თუმცა ჯერჯერობით იერიში უშედეგოდ დასრულდა.
ნულანდის განცხადებით, ალეპო მსოფლიოში ერთერთი ულამაზესი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. ალეპოში შედარებითი სიწყნარე სუფევდა, ვიდრე ორი კვირის წინ ოპოზიციის მომხრეები ქალაქზე კონტროლის ხელში აღების მიზნით ოპერაციას დაიწყებდნენ.
სირიის სამხედრო ძალები ალეპოზე სერიოზულ თავდასხმას გეგმავენ
ამავე თემაზე
პოპულარული
1