ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო სირიელების დასახმარებლად თანხებს იძიებს


საერთაშორისო დონორები სირიის დასახმარებლად მილიონობით დოლარის გამოყოფის პირობას დებენ. გაერთიანებული ერების ოგანიზაციის მდივანი ბან კი მუნის თქმით, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა ქვეყანა "წლებით, და შესაძლოა ათწლეულებით" დაწია უკან.

ბან კი მუნი ქუვეითში გამართულ კონფერენციას ხელმძღვანელობდა, რომელიც დღეს გაიმართა. გაერო ცდილობს წელს სირიის დასახმარებლად 6.5 მილიარდი დოლარი მოაგროვოს.

ქუვეითმა სირიის დასახმარებლად 500 მილიონი დოლარი გამოყო, შეერთებულმა შტატებმა კი 380 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის პირობა დადო. ამერიკას სირიისთვის, ჰუმანიტარული მიზნებით ქვეყანაში სამი წლის წინ სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, ჯამში 1.7 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი. გაეროს ინფორმაციით ცხრა მილიონზე მეტი სირიელი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. აქედან დაახლოებით 2.3 მილიონმა თავი მეზობელ ქვეყნებს შეაფარა.
XS
SM
MD
LG