ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამშვიდობო კონფერენცია


კონფერენცია, სახელწოდებით ჟენევა-2, სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას ისახავს მიზნად და ჟენევაში 22 იანვარს იხსნება

ამერიკა და რუსეთი ცდილობენ სირიის სამოქალაქო ომში მონაწილე მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაში დაარწმუნონ. ეს ნაბიჯი მომავალში სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების წინაპირობად განიხილება.

დღეს პარიზში ჯონ კერი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი შეხვდა სერგეი ლავროვს- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ლახდარ ბრაჰიმის- გაეროს და არაბული ლიგის საგანგებო დესპანს. განხილულ თემებს შორის სირიაში ტყვეთა გაცვლის და ჰუმანიტარული დახმარების გაფართოების საკითხებიც იყო. ჯონ კერის იმედი აქვს, რომ სირიის თაობაზე მომავალ კვირას დანიშნული კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ქვეყანაში 3 წლის მანძილზე გაჭიანურებული სამოქალაქო ომის დასრულებას.

კონფერენცია, სახელწოდებით ჟენევა-2, სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას ისახავს მიზნად. მისი დაწყება 22 იანვრისთვის იგეგმება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG