ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში პატიმრებს აწამებენ


საერთაშორისო ამნისტიის განცხადებით სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე ადამიანებს სასტიკად აწამებენ.

ლონდონში ბაზირებული ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციის მონაცემები 25 სირიელის ჩვენებაზეა დაფუძნებული, რომლებიც იორდანიაში გადასვლამდე სირიის სხვადასხვა ციხეებში იხდიდნენ სასჯელს.

როგორც სირიის საკითხების ექსპერტი ნეილ სამონდი აცხადებს დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ამ ქვეყნის უშიშროების ძალები წამების 31 ნაირსახეობას იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

ბატონი სამონდის თქმით სახალხო გამოსვლების დაწყებიდან პირველი ხუთი თვის განმავლობაში 88 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. უკანასკნელ ხანს კი ამ რაოდენობამ 270-ს მიაღწია.

XS
SM
MD
LG