გაეროს ქიმიური იარაღის მთავარი ინსპექტორის აცხადებს, რომ მისი გუნდი სირიაში რამდენიმე კვირაში კვლავ დაბრუნდება, რათა ქიმიური იარაღის გამოყენების რამდენიმე სხვა ბრალდება შეისწავლოს.
დღეს, აკე სელსსტრომმა კერძოდ თქვა, რომ მისი ჯგუფი მორიგი ვიზიტის დროს ორივე მხარის მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ბრალდებებს შეისწავლის.
სელსტრომმა ასევე დასძინა, რომ გამოძიებას საჭიროებს კიდევ 14 ინციდენტი. მან აღნიშნა, რომ ინსპექტორები ხელახალი ვიზიტის დროს არ შეჩერდებიან 21 აგვისტოს თავდასხმის პასუხიმგებლობის საკითხზე. აღნიშნულ ინციდენტში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 1400 ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც დასავლეთის სახელმწიფოებმა გაეროს ანგარიშის თანახმად ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის სირიის რეჟიმი ამხილეს, რუსეთმა ანგარიშს "პოლიტიზირებული, მიკერძოებული და ცალმხრივი უწოდა."
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი დღეს დამასკოსში სირიის პრეზიდენტს ხვდება.