ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავი პილაი გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე წარსდგა


პილაის განცხადებით, სირიის კონფლიქტის დროს ომის და კაცობრიობის წინაშე დანაშაულებები ორივე მხარის მიერ იყო ჩადენილი

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი ნავი პილაი გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე წარსდგა. მისი განცხადებით, სირიის კონფლიქტის დროს ომის და კაცობრიობის წინაშე დანაშაულებები ორივე მხარის მიერ იყო ჩადენილი, რის გამოც ეს საქმე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს.
უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ, უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 60 000 სირიელი. ამასთან ჩადენილია ისეთი დანაშაულებები, როგორებიცაა გაუპატიურება, წამება, გატაცება, მკვლელობა და ჯარში არასრულწლოვანების გაწვევა.
XS
SM
MD
LG