ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ისლამური სახელმწიფო" სირიაში ბოლო ბასტიონს კარგავს


შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა სამშაბათს განცხადება გააკეთა, რომ მათ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებულ ბოლო სიმაგრეზე მნიშვნელოვანი შეტევა მიიტანეს და შედეგად 157 მებრძოლი შეიპყრეს. შეტაკებები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბაღუზში მოხდა, რომელიც უკანასკნელი ანკლავია დაჯგუფების კონტროლის ქვეშ.

სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა დასასრულს უახლოვდება. ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ძალების განცხადებით, დაჯგუფების ასობით მებრძოლის ევაკუაცია მოხდა და დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. კოალიციური ძალების განცხადებით, ბრძოლა სპორადულად მიმდინარეობდა, რადგან ადგილზე მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

სირიის დემოკრატიული ძალები რამდენიმე კვირაა, რაც ბანღუზის ტერორისტული დაჯგუფების წევრებისგან გასათავისუფლებად იბრძვიან. მათ, ოფიციალური პირების განცხადებით, მხარდაჭერას ქურთული სპეციალური დანაყოფებიც უწევენ, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად, ერაყიდან იქნენ მობილიზებულნი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG