ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი მეამბოხეები ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ


სირიელი მეამბოხეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ბრძოლას მაშინაც კი გააგრძელებენ, თუ ისინი ალეპოს ნაწილებზე კონტროლს დაკარგავენ.

სამხედრო დამკვირვებლების და დიპლომატების უმრავლესობა მოელის, რომ სულ რამდენიმე კვირაში სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოზე კონტროლს რუსეთის მიერ მხარდაჭირილი სამთავრობო ძალები მოიპოვებენ. იგივეს ადასტურებენ “ამერიკის ხმასთან” ანონიმურ ინტერვიუში შეერთებული შტატების დაზვერვის ოფიცრები.

ამის მიუხედავად მეამბოხეები ირწმუნებიან, რომ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ალეპოს მოსაზღვრე იდლიბის პროვინციიდან გააგრძელებენ.

XS
SM
MD
LG