ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა სირიის საკითხზე ამერიკელებს მიმართავს


ბარაკ ობამა ამერიკელებს ტელევიზიით მიმართავს სადაც ის სირიაში არსებული მდგომარეობის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გააცნობს ხალხს

ბარაკ ობამა აცხადებს, რომ სირიის ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო ზედამხედველობის დაწესების წინადადებამ შესაძლოა ამერიკის სამხედრო იერიში ჩაანაცვლოს სირიაში.

დღემდე, ამერიკელი პრეზიდენტი კონგრესსა და საზოგადოებაში მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა სირიის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის დასაწყებად. დღეს, ობამა ამბობს, რომ დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას, სამშაბათს, 10 სექტემბერს 21 საათზე ვაშინგტონის დროით, ბარაკ ობამა ამერიკელებს ტელევიზიით მიმართავს სადაც ის სირიაში არსებული მდგომარეობის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გააცნობს ხალხს.

გუშინ, პი-ბი-ესისთვის ჩაწერილი ექსკლუზიური ინტერვიუს დროს, პრეზიდენტმა თქვა, რომ სახელმწიფო მდივან ჯონ კერის რუსულ მხარესთან ახალი წინადადების დეტალების კოორდინირება დაავალა.
ობამა: თუ ჩვენ დიპლომატიურ ძალისხმევას ამოვწურავთ და შევიმუშავებთ ფორმულას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას უტყუარ მექანიზმს მისცემს სირიის ქიმიური იარაღის გადასამოწმებლად, მაშინ მე ამ ძალისხმევას მხარს დავუჭერ. მაგრამ ჩვენ კონკრეტიკა გვჭირდება.

პრეზიდენტმა გუშინვე, ტელეკომპანია ეი-ბი-სის განუცხადა, რომ სირიას ამერიკის სამხედრო იერიშის თავიდან აცილება შეუძლია, თუ დამასკო ქიმიურ იარაღს საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ მოაქცევს.
XS
SM
MD
LG