ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებები სირიაში


აფეთქებაში დაღუპულთა უმრავლესობა სირიის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ

სირიის სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე, მანქანაში დამონტაჯებული ორი ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა. სამთავრობო ძალებმა განაახლეს რეიდები დამასკოს იმ რაიონებში, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.

სირიაში ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფის განცხადებით, აფეთქებაში დაღუპულთა უმრავლესობა სირიის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ამ დროისათვის არავის აუღია, თუმცა აფეთქებები წააგავს ისლამისტ მებრძოლთა ხელწერას, რომელიბიც სირიელ მეამბოხეებთან ერთად ცდილობენ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობას.
XS
SM
MD
LG