ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაჰიმი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


შეხვედრა სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით შედგა

სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, სირიაში გაეროს და არაბული ლიგის წარმომადგენელი, ლახდარ ბრაჰიმი დამასკოში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვალიდ მუალემს შეხვდა.

ლახდარ ბრაჰიმი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება. 26 ოქტომბერს მუსლიმთა დღესასწაული ეიდ ალ-ადჰა იწყება და არაბული ლიგის წარმომადგენელს იმედი აქვს, რომ ამასთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევს.

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ბატონმა ბრაჰიმიმ იმედი გამოთქვა, რომ 19-თვიანი ბრძოლების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უფრო ხანგრძლივ დაზავებას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG