ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის კვლავ განიხილავს ჩრდილოეთ სირიაში არა-საფრენი ზონის გამოცხადების შესაძლებლობას, იმ ფონზე რომ თურქეთის საზღვარზე ცეცხლის გაცვლა საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას.
სირიის ტანკების რაოდენობის გაზრდა საზღვრის გასწვრივ, და თურქეთსა და სირიას შორის არტილერიული დაბომბვა ქმნის რისკს კონფლიქტის ესკალაციისა და გავრცელებისა, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესპიკერმა ვიქტორია ნულანდმა.
თურქეთში ამჟამად 100 ათასამდე სირიელი ლტოლვილია. ვაშინგტონი სირიის ჩრდილოეთში-იქ სადაც ასადის ოპონენტები არიან განლაგებული-არა-საფრენი ზონის გამოცხადებას განიხილავს.
სირიაში შესაძლოა არასაფრენი ზონა გამოაცხადდეს
არასაფრენის ზონის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესპიკერმა ვიქტორია ნულანდმა გააკეთა