სირიის ოპოზიციის აქტივისტების ცნობით, პრეზიდენტ ასადის სამხედრო ძალებმა ქალაქ ჰომსში ბრძოლების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით შეტევა სამშაბათს განხორციელდა. პროსამთავრობო ძალებმა ასევე გადაწვეს სახლები. როგორც ოპოზიცია აცხადებს დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და ქალები. სირიის ოპოზიცი გაეროს ამ ფაქტს გამოძიებას თხოვს.
შეტევა ჰომსზე
სირიის ოპოზიცია პრეზიდენტ ასადის ძალებს ჰომსში მოსახლეობის დახოცვაში ადანაშაულებს