ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ალეპოს დაბომბვას დროებით შეწყვეტს


კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი ქალაქ ალეპოზე სირიის სამთავრობო ძალებთან ერთად წარმოებულ საჰაერო იერიშებს დროებით წყვეტს. მიზეზად ხუთშაბათისთვის დაგეგმილი ე.წ. ჰუმანიტარული პაუზა სახელდება. განცხადება, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დღეს გააკეთა. ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ძალაში დღესვე, ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე შევიდა.

შეთანხმების დაცვის პირობებში, ალეპოს მშვიდობიან მოსახლეობას ხუთშაბათს, დილის 8 საათიდან დღის 4 საათამდე ქალაქის დატოვების საშუალება მიეცემა. 8-საათიანი პაუზის დროს ალეპოდან ასევე გაიყვანენ ავადმყოფებს და დაჭრილებს. ქალაქის დატოვების საშუალება, სურვილის შემთხვევაში, ამბოხებულებსაც მიეცემათ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მარკ ტონერმა ორშაბათს თქვა, რომ ალეპოზე მიტანილი მასშტაბური იერიში მხოლოდ ერთ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს, რომ ამბოხებულმა ოპოზიციამ და მშვიდობიანმა მოსახლეობამ სირიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი დატოვოს და იქიდან გაიქცეს. რაც შეეხება ხუთშაბათის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ტონერმა მას “დაგვიანებული” უწოდა.

სირიაში მიმდნიარე მოვლენების გამო ამერიკა ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსთან ერთად რუსეთს ბრალს ომის დანაშაულში დებს. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG