სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე სამხედრო-საჰარეო ბაზისთვის ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის მძიმე ბრძოლები მიდის. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით დღეს დილით ამბოხებულებმა ტაფტანაზის ბაზას შეუტიეს. სირიელი ამბოხებულების განცხადებით, მათ გუშინ კონტროლი დაამყარეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქზე, რომელსაც გადამწყვეტი როლი ენიჭება ქალაქ ალეპოსთვის ბრძოლაში. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ასადის ძალებმა მთლიანად დატოვეს ქალაქი სარაქები, სადაც ალეპოდან დამასკომდე მთავარი ტრასა გადის. სამთავრობო გამშვებ-პუნქტებზე ამბოხებულებმა დაახლოებით 28 ჯარისკაცი მოკლეს, რისი ამსახველი ვიდეოც უკვე გავრცელდა ინტერნეტში. ვიდეოზე ჩანს რომ ჯარისკაცები მას შემდეგ დახვრიტეს, რაც ისინი ამბოხებულებს დანებდნენ.
ბრძოლა სირიის სამხედრო-საჰარეო ბაზისთვის
ამბოხებულები სამხედრო-საჰაერო ბაზის აღებას ცდილობენ