ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ აფინანსებდა სირიის ოპოზიციურ დაჯგუფებებს?


ვინ აფინანსებდა სირიის ოპოზიციურ დაჯგუფებებს?
ვინ აფინანსებდა სირიის ოპოზიციურ დაჯგუფებებს?

ვაბგვერდი "ვიკილიქსის" მიერ ახლახან გამოქვეყნებული ვაშინგტონის დიპლომატიური დეპეშების თანახმად, თეთრი სახლი დიდი ხნის მანძილზე აფინანსებდა სირიის ოპოზიციურ დაჯგუფებებს და მათ ტელევიზიას.

ჯერ კიდევ ბუშის ადმინისტრაციის დროს დაწყებული ეს პოლიტიკა ერაყში მოქმედი პარტიზანებისთვის სირიის მხარდაჭერის აღკვეთას ისახავდა მიზნად.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გადმობეჭდეს „ვიკილისის“ მასალები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ლონდონში ბაზირებულ სირიულ ოპოზიციურ დაჯგუფებას ამერიკელებმა 6 მილიონი დოლარი გადაურიცხეს.

2009 წელს ამ ფონდების ნაწილი სატელევიზიო კომპანია ბარადას შესაქმნელად დაიხარჯა, რომელიც ლონდონიდან მაუწყებლობდა სირიაში. როგორც ცნობილია, ოპოზიციური დაჯგუფებების უმრავლესობამ უარი თქვა ამ თანხების მიღებაზე, ამერიკელებთან თანამშრომლობაში ბრალი დადების შიშით.

2006 წელს დამასკოდან ამერიკის საელჩო იტყობინებოდა, რომ არცერთ სირიულ ოპოზიციურ დაჯგუფებას არ გააჩნია გამბედაობა, რომ შეერთებული შტატებისგან ამგვარი დაფინანსება მიიღოს.

როგორც ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის სირიელი ანალიტიკოსი მურაზ ჯოუჯათი აცხადებს, ეს ინფორმაცია სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს ანტი-სამთავრობო მოძრაობის დისკრედიტაციის საშუალებას მისცემს: “ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ სირიის მთავრობა ამას იმის დამადასტურებლად გამოიყენებს, რომ ოპოზიციას უცხოეთი მხარს უჭერს, როგორც მორალურად ისე ფინანსურად. ასე რომ სირიაში დაწყებულმა ამ ამბოხებამ შესაძლოა ვითარება დააზარალოს, ან ვერაფერი დააკლოს.“

სირია ჯერ კიდევ ბუში ადმინისტრაციამ გააფრთხილა არ ჩაერიოის ერაყში მიმდინარე მოვლენებში და იარაღით არ მოამარაგოს იქაური მუჯაჰიდები.

პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ სირიის ოპოზიციური დაჯგუფებები ძალზე სუსტია და დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლიათ.

როგორც სტრატფორის ანალიტიკური ორგანიზაციის ახალო აღმოსავლეთის ექსპერტი რევა ბალა აცხადებს: “ვაშინგტონში უამრავი სხვადასხვა ორგანიზაციაა, რომლებიც სირიის ოპოზიციის დახმარებას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს დახმარება არცთუ ისე მნიშვნელოვანია, ეს გარკვეულ ზეწოლას ახდენს რეჟიმზე, რომელიც იძულებულია რეფორმების გატარებაზე დათანხმდეს.“

შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენელმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ ვაშინგტონს სირიის მთავრობის დამხობა სურს. ახლო აღმოასვლეთის ექპსრტის რევა ბალას აზრით, მიუხედავა ამ რეგიონში დაწყებული სახალხო აჯანყებისა ამერიკას არ უნდა სირიაში რეჟიმის შეცვლა. განსაკუთებით, საუდის არაბეთის და ირანის ქიშპობის ფონზე.

რევა ბალას განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ ისრაელიც კი არ არის დაინტერესებული სირიაში რეჟიმის შეცვლით, რომლის ამჟამინდელი ნაბიჯები არ არის ძნელი ამოსაცნობი, მაგრამ თუ იქ მომავალში სხვა ძალები მოვლენ ყველაფერი უმართავი გახდება.

XS
SM
MD
LG