სირიამ უარყო არაბული ლიგის ახალი ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის თანამდებობიდან გადადგომასა და ახალი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას გულისხომბს. გეგგმაზე არაბალი ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები ქაიროში შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც ასადმა ძალაუფელბა თავის მოადგილეს უნდა გადასცეს, ხოლო ორი თვის მანძილზეე უნდა ჩამოყალიბდეს გაერთიანებული მთავრობა, რომელშიც ოპოზიციის ლიდერებიც შევლენ. ახალი მთავრობის ლიდერების პასუხისმგებლობით უნდა დაინიშნოს საპპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც უცხოელი დამკვირვებლები გაუწევენ მონიტორინგს.
სირიის სახელმწიფო მედიაში დაგმეს გეგმა. მას "აღმაშფოთებელი" უწოდეს, ამასთან სირიის სუვერენიტეტის შემლახველი. არაბული ლიგა კი ამ ინიციატივის გაეროს უშიშროების საბჭოში მხარდაჭერის მოთხოვნით მიმართავს.