ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა შეწყვიტა მოლაპარაკებები სირიასთან


თურქეთმა შეწყვიტა მოლაპარაკებები სირიასთან
თურქეთმა შეწყვიტა მოლაპარაკებები სირიასთან

თურქეთმა შეწყვიტა მოლაპარაკებები სირიასთან და ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას აპირებს ანტი-სამთავრობო დემოსტრაციების ჩახშობის გამო.

ნიუ იორკში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის მოქმედებამ აიძულა თურქეთი ეს გადაწყვეტილება მიეღო.

ბატონმა ერდოღანმა ეს განცხადება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით თავად სანქციების შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოლაპარაკებების შემდეგ გახდება ცნობილი.

თურქეთი სირიის მოსაზღვრე სახელმწიფოა და მასთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებს, მაგრამ სირიის ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების სისტემატიურმა დარბევამ ანკარას ეს გადაწყვეტილება მიაღებინა. სამშაბათს სირიის უშიშროების ძალებმა კიდევ 6 ადამიანი მოკლეს.

XS
SM
MD
LG