მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრესტიჟული პრემია შვედ მეცნიერ სვანტე პააბოს გადაეცემა. სამეცნიერო წრეებში და მსოფლიოში ამ უდიდესი პრიზის ადრესატის ვინაობა 3 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ნობელის კომიტეტის განმარტებით, პააბოს აღმოჩენები გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ მოხდა გადაშენებული წინაპრებისგან თანამედროვე ადამიანის ევოლუცია.
პრემიას სვანტე პააბოს მოგვიანებით შვედეთის კაროლინსკას ინსტიტუტის ნობელის კომიტეტი გადასცემს. მისი ოდენობა 10 მილიონ შვედურ კრონს, დაახლოებით 900 000 ამერიკული დოლარს შეადგენს.
2022 წლის ნობელის პრემია პააბოს "გადაშენებული ჰომინინების გენომების და ადამიანის ევოლუციის" კვლევებში გაკეთებული აღმოჩენებისთვის მიენიჭა. შვედმა არქეოგენეტიკოსმა ნეანდერტალელთა გენომი შეისწავლა და აღმოაჩინა მანამდე უცნობი ჰომინინი დენისოველი", - ნათქვამია ნობელის კომიტეტის მიერ 3 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
Facebook Forum