ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის კუნძულზე რადიკალმა ისლამისტმა ორი პოლიციელი დაჭრა


მადაგასკარის სიახლოვეს მდებარე საფრანგეთის კუნძულ რეიუნიონზე ორი პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. გამოძიების ვარაუდით, მას რადიკალ ისლამისტებთან ჰქონდა კავშირი.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს გამთენიისას მამაკაცმა პოლიციელები მაშინ დაჭრა, როდესაც ისინი მის დაპატიმრებას ცდილობდნენ. დაკავებულია ეჭვმიტანილის დედაც.

პოლიციამ მათი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას რამდენიმე იარაღი და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადებისთვის საჭირო მასალები აღმოაჩინა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცი ისედაც იძებნებოდა „ტერორიზმის ქება-დიდებისთვის“, თუმცა მას მეტი დეტალი არ დაუზუსტებია. საქმის გამოძიება ანტიტერორისტულმა სამსახურმა ჩიაბარა.

დაჭრილი პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მადაგასკარის სიახლოვეს მდებარე ფრანგულ კუნძულ რეიუნიონიზე მომხდარ თავდასხმამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე პარიზში ერთი პოლიციელი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. პარიზის თავდასხმაზე პასუხისმგებლლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

საფრანგეთში ტერორისტული აქტების გახშირებას 2015 წლის იანვრიდან ელოდნენ. როდესაც შეიარაღებული ისლამისტი ჟურნალის ოფისში შეიჭრა და ადამიანები დახოცა. მას შემდეგ საფრანგეთში ტერორისტების ქმედებებს სულ 230 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ის 130 ადამიანი, რომლებიც 2015 წლის ნოემბერში საფრანგეთში მომხდარი მასობრივი თავდასხმისას დაიღუპნენ.

იმავე 2015 წელს კუნძულ რეიუნიონის პოლიციამ ჯიჰადისტების ქსელი გამოაასკარავა და მათი ლიდერი დააკავა, ცნობილი როგორც „ეგვიპტელი“. ოფოცოიალური პირების ცნობით, კუნძულზე, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 850 000 ადამიანს შეადგენს, დაახლოებით 100 რადიკალი ისლამისტი ცხოვრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG