ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აქცია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს კიბეებზე


ორშაბათს დაიწყო ერთ-ერთი გახმაურებული საქმე აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. განიხილება პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის კანონი, რომელმაც მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, კანონი, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდის მიღწევად ითვლება. შესაძლოა უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. ამასთან არ არის გამორიცხული, რომ ამან მომავალი 10 წლის განმავლობაში ჯამრთელობის დაზღვევის საფასურსაც გარკვეული დაღი დაასვას. უზენაესი სასამართლოს კიბეებზე მოსმენების პარალელურად აქციები გაიმართა. დემონსტრანტთა შორის იყვნენ როგოც ობამას ჯანდაცვის კანონის დამცველები, ისე მისი ოპონენტები.

XS
SM
MD
LG