7-8 აპრილს ვარდისფერ სუპერმთვარეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკვიდებოდნენ. როცა მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს მოდის, ის გაცილებით დიდი და კაშკაშა ჩანს და მას სუპერმთვარეს ეძახიან. ვარდისფერი კი აპრილის სავსე მთვარეს ამერიკაში ადგილობრივმა ინდიელებმა უწოდეს, რადგან ის მაშინ ჩნდება, როცა ხეები ყვავის და ბუნებაში ვარდისფერი დომინირებს.