ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. აფეთქება პოლიციის ერთ-ერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მოხდა.
თავდამსხმელმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა ძირითადად შიიტი მუსლიმებით დასახლებულ უბანში პოლიციის პუნქტს დააჯახა.
თავდასხმიდან მალევე მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” იკისრა.
ერთი დღით ადრე, ასევე ბაღდადში, “ისლამურმა სახემწიფომ” კიდევ ერთი თავდასხმა მოაწყო, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. გასულ კვირას დაჯგუფების თვითმკვლელი ტერორიტების მიერ მოწყობილ თავდასხმებს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.