ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ათასობით სტუდენტმა პარასკევს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ქმედებების ნაკლებობა გააპროტესტა. გამოსვლის მიზანი საერთაშორისო საპროტესტო ტალღის გამოწვევაა. კოორდინატორები მოელიან, რომ მსოფლიოს 120 ქვეყანაში ქუჩაში მილიონობით ახალგაზრდა გავა. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ პოლიტიკოსებმა და ბიზნეს ლიდერებმა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ზომები მიიღონ.
სკოლის მოსწავლეები გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ევროპის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ბანკისგან ისინი წიაღისეულის საწვავის დაფინანსების შეწყვეტას ითხოვენ.
მსოფლიო პროტესტის შთაგონების წყარო გრეტა ტუნბერგი, 16 წლის შვედი აქტივისტი გახდა. მან კლიმატური ცვლილებების შეჩერების მიზნით პროტესტი შვედეთის პარლამენტის წინ მარტომ, გასულ აგვისტოში დაიწყო, ამის შემდეგ მისი სკოლის მოძრაობამ „პარასკევი მომავლისთვის“ მხარდაჭერა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოიპოვა.
Facebook Forum