შეერთებული შტატების ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 23 შტატში 13,000 ადამიანს გაუკეთდა ინფიცირებული სტეროიდი, რომელიც სავარაუდოდ სასიკვდილო ფორმის მენინგიტს იწვევს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაქვეყნა იმ პაციენტების სია, ვისაც ამ მედიკამენტით მკურნალობდნენ. თუმცა, დაზუსტებით არავინ იცის, რამდენი ადამიანი იმყოფება კიდევ რისკის ქვეშ.
განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან პაციენტები, რომლებიც სტეროიდს ზურგის ტკივილის გამო იკეთებდნენ. მუხლის და სახსრების ჩივილების მქონე პაციენტები, ვისაც ინფიცირებული სტეროიდი გაუკეთდა, ნაკლები რისკის ქვეშ არიან.
დღემდე მედიკამენტისგან გამოწვეული მენინგიტის 105 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან რვა პაციენტი გარდაიცვალა.