წლების განმავლობაში პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტებს მიაჩნდათ, რომ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებები იმ გარემოს მიხედვით ყალიბდება, რომელშიც ის ცხოვრობს. სოციალური ფაქტორის გავლენაში ეჭვის შეტანის საფუძველი აქამდე არ არსებობდა. მშობლების აღზრდა, მეგობართა იდეები და აზრები, საზოგადოების ვიწრო და ფართო წრე ადამიანის აზროვნების ჩამოყალიბებაზე ზოგადად დიდ გავლენას ახდენს.
თუმცა, ახლადგამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევის მიხედვით გარემოცვა ადამიანის პოლიტიკურ შეხედულებებს მხოლოდ 50 პროცენტით განსაზღვრავს. როუზ მაკდერმოტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ბრაუნის უნივერსიტეტიდან ამტკიცებს, რომ ბიოლოგიასაც ძალიან დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ რომელი პოლიტიკოსი ან პარტია მოგვწონს. პროფესორი მაკდერმოტი აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი ავტორია.
„კონსერვატიული თუ ლიბერალური ტენდენციისკენ გადახრას ძირითადად გენეტიკური ინფორმაცია განსაზღვრავს“ - ამტკიცებს ის.
როდ აილენდის შტატში მდებარე ბრაუნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ათეულობით პარალელური, დამოუკიდებელი კვლევის შედეგი შეაჯამეს. ნაწილი შეერთებულ შტატებში მიმდინარეობდა, ნაწილი კი - ავსტრალიაში. ტყუპებზე ჩატარებული დაკვირვებებით მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იდენტური დეენემის მქონე ტყუპებს 60 პროცენტით მეტი შანსია ერთნაირი პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეთ, ვიდრე არაიდენტურს. რაც გენეტიკის ფაქტორის სიძლიერეზე მიუთითებს.
სამეცნიერო კვლევების მიმართულებაც კი ახალია, ამიტომ ექსპერტებს მხოლოდ რამდენიმე გენის გამოვლენის საშუალება ჰქონდათ, რომელიც ისეთ საქციელს განსაზღვრავს, როგორიცაა ამომრჩევლთა რაოდენობა ან პოლიტიკური ძალადობა. პროფესორი მაკდერმოტის თქმით, გენები ყველაზე დიდ გავლენას სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ შეხედულებებზე განაპირობებს.
„შვილებს რომ უნდა მოვუაროთ ეს პასუხისმგებლობა თაობიდან თაობას საუკუნეების მანძილზე გადაეცემოდა. დღევანდელი პოლიტიკის კონტექსტში აღნიშნული გენეტიკური ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს შეხედულებებზე აბორტის, ან ერთსქესიანი ქორწინების უფლებასთან დაკავშირებით“ - აღნიშნავს პროფესორი.
ახალი სამეცნიერო კვლევის მონაწილენი იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა საფუძველს კიდევ უფრო მეტ მეცნიერულ გამოკვლევას დაუდებს, რომლებიც გულდასმით შეისწავლიან პოლიტიკური იდეოლოგიების ჩამოყალიბების პროცესს და მათ გავლენას პოლიტიკურ მენტალიტეტზე და კანონმდებლობაზე.
აღნიშნული სამეცნიერო კვლევა შეგიძლიათ მოიძიოთ ჟურნალში Trends in Genetics (ტენდენციები გენეტიკაში).