ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე განცხადებას ავრცელებს


სალომე ზურაბიშვილი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი, 2019 წელი
სალომე ზურაბიშვილი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი, 2019 წელი

საქართველოს პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო. განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის."

საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG