ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეგნანი: ახლა ყველას სურს იხილოს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი სრულდება


კელი დეგნანი
კელი დეგნანი

„რვა მარტის შეთანხმებას საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს. სწორედ ეს იყო რეალური წარმატება, რომ მათ შეძლეს შეთანხმება, წავიდნენ კომპრომისებზე. ახლა ყველას სურს იხილოს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი სრულდება“ - განცხადება, საქართველოში აშშ-ის ელჩმა გააკეთა.

კელი დეგნანმა ქართულ მედიასთან საუბრისას, იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მრავალპარტიული მხარდაჭერა ექნება.

„საარჩევნო რეფორმაზე ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ წერია, რომ დიალოგის მონაწილე ელჩებს არ სურთ კომენტარის გაკეთება სპეციფიკურ დეტალებზე. 8 მარტის შეთანხმება მიღწეული იყო საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ. სწორედ ეს იყო რეალურად წარმატება, რომ მათ შეძლეს შეთანხმება, წავიდნენ კომპრომისებზე, ახლა ყველას სურს, იხილოს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი სრულდება. ახლა უკვე ორი კენჭისყრა იყო პარლამენტში, რაც ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო სისტემას, რომელიც მოახლოებული არჩევნების დროს უნდა იყოს გამოყენებული. ასევე, არის ერთობლივი განცხადება, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევას და შერჩევით სამართალს. ეს უნდა შესრულდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება მრავალპარტიული მხარდაჭერა. ეს ნამდვილად იქნება ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესისადმი ერთგულების დადასტურება და შეიქმნება სათანადო პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. მიმაჩნია, რომ დამატებითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა საერთო განცხადების მეორე ნაწილი, რაც 8 მარტს გაფორმდა, შესრულდეს“ - ელჩის ამ განცხადების თარგმანს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG