ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ: პუტინის აფხაზეთში ვიზიტი შეუფერებელია


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპებს ეწინააღმდეგება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ვიქტორია ნაუერტის განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობას. პრეს სპიკერმა დასძინე, რომ აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოითხოვს; აგრეთვე, უკან წაიღოს საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის აღიარება.

რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთში 8 აგვისტოს ჩავიდა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG