სტალინის ბანერი გამოიფინა ახალდაბაში, ადგილობრივი მცხოვრების ინიციატივით. ბანერი გზიდან ჩანს, თუმცა ის მოქალაქის კერძო საკუთრებაშია განთავსებული. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქის ეზოში განთავსებული ბანერის ჩამოხსნის უფლებას კანონი არ იძლევა.