რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულები დღეს ნიუ იორკის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ფედერალურ სასამართლოში მათ ბრალდებებს წაუყენებენ.
რობერტ ბაუმი, ეჭვმიტანილ ანა ჩაპმანის ადვოკატი, ამბობს, რომ შესაძლოა საქმე სწრაფად მოგვარდეს. მან საკუთარ კლიენტს შესთავაზე თავი დამნაშავედ სცნოს და დეპორტაციას დათანხმდეს.
მანამდე, რუსი მეცნიერის ოჯახმა, რომელიც ამერიკის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის რუსეტშია გასამართლებული, განაცხადა, რომ შესაძლოა მისი ამერიკელ ჯაშუშებში გაცვლა მოხდეს.