ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადრიდის გახმაურებული სასამართლო პროცესი


დღეს მადრიდის პოლიციამ სასამართლომდე მიმავალი ქუჩები გადაკეტა

დღეს ესპანეთის სასამართლო მოუსმენს ალ -ყაიდას წევრობაში ეჭვმიტანილ სამ პირს, რომელთა დაკავების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. დღეს მადრიდის პოლიციამ სასამართლომდე მიმავალი ქუჩები გადაკეტა.

ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, ორი დაკავებული რუსული, ერთი კი თურქული წარმოშობის პირია. თურქი ესპანეთის სამხრეთში, ასაფეთქებლების შენახვის გამო დააკავეს. რუსული წარმოშობის პირების შეპყრობა კი საფრანგეთის საზღვართან მოხდა.

ესპანეთის მედიის ცნობით, სავარაუდოდ სამივე მათგანი თვითმფრინავით ბომბის გადატანას გეგმავდა.
XS
SM
MD
LG