ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთის როლი ვენესუელის კრიზისში


მადრიდი ვენესუელის კრიზისში ცენტრალურ როლს ირგებს. მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადაყენება იყო, წარუმატებლად დასრულდა. ესპანეთის საელჩო კარაკასში ოპოზიციის ლიდერს, ლეოპოლდო ლოპეზს იფარებს, რომელიც შიდა პატიმრობიდან გაიქცა. ის გასული კვირის სამხედრო აჯანყებას სათავეში ედგა.

მიმომხილველების ნაწილს მიაჩნია, აჯანყება მოუმწიფებელი იყო. რეჟიმის ოპონენტები, რომელთაც მხარს სამხედროების ნაწილი უჭერდა, ფიქრობდა, რომ მადუროს მისი თავდაცვის მინისტრი და სხვა მთავარი მოკავშირეები განუდგებოდნენ.

„შეიარაღებული ძალები დაყოფილია. ეს ყველაზე ცუდი სცენარია“, - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე ბორელმა მას შემდეგ რაც ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, კარაკასში სამხედრო ბაზის წინ, მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ მადუროს გადასაყენებლად, „რეჟიმის მაღალ ეშელონებთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მადრიდში მემარცხენე პარტიების კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, კონსერვატორ პოლიტიკოსებს განსხვავებული შეხედულება აქვთ. ისინი თვლიან, რომ ოპოზიციის წარმომადგენლი, ლეოპოლდო ლოპეზის დაცვა ესპანეთის „ვალდებულებაა“. ლოპეზის მამა ესპანეთის მოქალაქეა და „სახალხო პარტიის“ სახელით ევროპარლამენტის არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

ესპანეთში, პოზიციები ორ ბანაკად მას შემდეგ გაიყო, რაც ვენესუელაში ხუან გუაიდო რეჟიმის წინააღმდეგ წავიდა და თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მადურომ არჩევნებში, რომელიც ბევრი შეფასებით გაყალბებული იყო, თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. გუაიდო შეიარაღებულ ძალებს მთავრობის განდგომისკენ მოუწოდებს.

ესპანეთის პრემიერი, სანჩესი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწვეტილებას ორი კვირის მოგვიანებით შეუერთდა და გუაიდო პრეზიდენტად აღიარა. ესპანეთის მხარის ყოყმანმა, ევროკავშირის მიერ გადაწვეტილების მიღებაც შეანელა. ვენესუელას ესპანეთთან ახლო კულტურული და ბიზნეს კავშირები აქვს. ვენესუელაში 170,000 ესპანელი ცხოვრობს.

სანჩესმა ევროკავშირის და რამდენიმე ლათინური ამერიკული ქვეყნის მონაწილეობით საკონტაქტო ჯგუფის შექმნას დაუჭირა მხარი, რათა მადუროს მთავრობისთვის არჩევნების ხელახალი ჩატარება მოეთხოვა. ამას შეერთებული შტატების და ვენესუელის ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა, რომლებიც თვლიან, რომ მადუროს რეჟიმი მიერ თავისუფალი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

მიუხედავად ამ განსხვავებებისა, ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი ვენესუელის საკითხებში, ელიოტ აბრამსი, ცდილობს ესპანეთის გავლენის გამოყენებას, რათა მადუროს რეჟიმის მშვიდობიან გადადგომას მიაღწიოს. ერთ-ერთ ნაბიჯი მადუროს იმ მოკავშირეების მიღებაა, რომლებმაც ვენესუელის დატოვება გადავწყვიტეს.

აბრამსი მადრიდს აპრილში ესტუმრა, რათა ესპანეთის მთავრობისთვის ეთხოვა რეჟიმის იმ წარმომადგენლების მიღება, რომლებსაც ბრალად ადამიანის უფლებების დარღვევა და მასობრივი კორუფცია ედებათ. ეს მოლაპარაკების ტაქტიკის ნაწილია, რათა მადურომ ქვეყანა სამხედრო ინტერვენციის გარეშე დატოვოს. სამხედრო ინტერვენციას ესპანეთის მთავრობა ეწინააღმდეგება. ტრამპის ადმინისტრაცია, კი ცდილობს ეს ვარიანტი თვიდან აიცილოს.

„ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც მადურო ჩამოვარდება, მისი რეჟიმის, და შეიარაღებული ძალების ცალკეული წევრები შეეცდებიან თავშესაფრის მოძებნას“, -თქვა აბრამსმა მადრიდში, ამერიკის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ დემოკრატიულ გარდაქმნებს ხელი შეუწყონ და ამ პირებს „წასასვლელი ადგილი“ მისცენ.

ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლმა გამოცემა “ეი-ბი-სის“ განუცხადა, რომ ის მადუროს მმართველი წრის 22 წარმომადგენელს ესაუბრება. მათ შორის, თავდაცვის მინისტრს ვლადიმირო პადრინოს, ასევე სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელებს, პოლიციის წარმომადგენლებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და სამხედრო დაჯგუფების „კოლექტივოს“ წარმომადგენლებსაც კი - ესპანეთის დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით.

ვენესუელის ყოფილი დაზვერვის უფროსი, გენერალური ჰუგო კარვახალი ესპანეთში მას შემდეგ გაიქცა, რაც გასულ თებერვალს, მადუროსთან დაპირისპირების დროს, გუაიდოს მხარი დაიჭირა.

აპრილის შუა რიცხვებში კარვახალი, ამერიკის სამართალდამცავების მოთხოვნის პასუხად, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდების საქმეზე, მადრიდში დააკავეს. მიმომხილველების ნაწილი ამბობს, რომ მისი დაკავება მადუროს წრის სხვა წარმომადგენლებისთვის სიგნალია, რომ საკუთარ მომავალზე იფიქრონ.

ევან ელისი, ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან ამბობს, რომ დაკავებამ შესაძლოა მადუროს წრის წარმომადგენლებს ბიძგი მისცეს თავის გადასარჩენად წავიდნენ შეთანხმებებზე.

ესპანეთი, ვენესუელიდან კორუმპირებული ოფიციალური პირების მიერ გატანილი მილიარდობით დოლარის გათეთრების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილია. ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, ფულის გათეთრებას ისინი უძრავი ქონების შეძენით და ფულის ძვირფასიან დასასვენებელ ადგილებში ინვესტიციების დაბანდებით ცდილობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG