ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანდრეს ინიესტა მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს


ბარსელონის საფეხბურთო გუნდის კაპიტანი მადრიდსა და კატალონიელ პოლიტიკოსებს მოუწოდებს მოლაპარაკებები დაიწყონ კატალონიის სტატუსისა და მომავლის საკითხზე.

„სანამ უარეს ზიანს მივაყენებთ საკუთარ თავს, პასუხისმგებელმა პირებმა ერთმანეთთან დიალოგი უნდა დაიწყონ. ჩვენ მშვიდობას ვიმსახურებთ", - აღნიშნა ანდრეს ინიესტამ "ფეისბუკის" პირად გვერდზე, მან ასევე ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ასეთ კომპლექსურ საკითხში ამგვარად ცდილობს ჩარევას.

გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენელმა გუნტერ ოტინგერმა განაცხადა, რომკატალონიის სეპარატისტული, არალეგალური რეფერენდუმი ევროპის შუაგულში სამოქალაქო ომის საფრთხეს და კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობას ზრდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG