ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ევროპა ხანძარს ებრძვის, ჩრდილოეთ ევროპა წყალდიდობის შედეგებს


სამხრეთ ევროპის ქვეყნები ცხელი ამინდისა და ძლიერი ქარის შედეგად გაჩენილ ხანძრებს ებრძვის, ჩრდილოეთის ქვეყნები კი ძლიერი წყალდიდობის შედეგებს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, მეხანძრეებმა 50-მდე ხანძარი ჩააქრეს. მეტეოროლოგებს დამაიმედებელი პროგნოზი არ აქვთ. ამიტომ, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხანძრების ახალი კერები გაჩნდება.

„აგვისტო რთულ თვედ რჩება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი, ყველა სახელმწიფო სამსახური სრულ მზადყოფნაში იყოს იქამდე, ვიდრე ხანძარსაწინააღმდეგო პერიოდი ოფიციალურად არ დასრულდება“ - განაცხადა პრემიერმა.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რამდენიმე შემთხვევაში, ხანძრის მიზეზი სხვადასხვა მეურნეობის და სამშენებლო სამუშაოებში ჩართული პირების დაუდევრობაც გახდა. ხანძრებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

იტალიის კუნძულ სარდინიაზე ხანძრის ჩასაქრობად საფრანგეთისა და საბერძნეთის დახმარება გახდა საჭირო. კუნძულზე 4000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე დაიწვა და 350-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სიცილიაში ხანძარი ქალაქ ერიჩეს მახლობლად გაჩნდა.

ესპანეთში, კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ცეცხლმა 1 500 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი გაანადგურა.

მიმდინარე წლის განმავლობაში ესპანეთში ხანძრის შედეგად 35 000 ჰექტარი ფართობი დაიწვა. 2012 წელს, ხანძარის შედეგად 138 000 ჰექტარი ფართობი განადგურდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG