ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა უარს ამბობს ამერიკისთვის ანტისარაკეტო სისტემის საფასურის გადახდაზე


დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეას მოუწოდა გადაიხადოს ამერიკის არმიის ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემის საფასური. ანტისარაკეტო კომპლექსი მცირე და საშუალო ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას იძლევა ე.წ. „მომაკვდინებელი დარტყმის“ პრინციპით.

სეულს, სურვილის შემთხვევაში, ეს სისტემა ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდება. მაგრამ სამხრეთ კორეის მთავრობამ ტრამპის მოწოდებას მალევე უარით უპასუხა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არ განიხილება კორეისა და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტების მიერ მიღწეული შეთანხმების ცვლილება.

ამ შეთანხმებით, სამხრეთ კორეა ამერიკას საშუალებას აძლევს მის ტერიტორიაზე განათავსოს ამგვარი ანტისარაკეტო სისტემა, მაგრამ ამ კომპლექსის ფუნქციონირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯებს მთლიანად ამერიკული მხარე იხდის.

ხუთშაბათს კი სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, სამხრეთ კორეამ გადაიხადოს ამ სისტემის საფასური.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სისტემის ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარია, მაგრამ მისი თქმით, ამერიკას არ უნდა სურდეს მისი სამხრეთ კორეისთვის მიყიდვა

ერთ-ერთ სხვა ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ მას სურს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარება, შესაძლებელია ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაც, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ „არის შანსი, რომ საბოლოოდ მოხდეს სერიოზული კონფლიქტი ჩრდილოეთ კორეასთან“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG