ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შერემეტიევო სნოუდენის თავშესაფრად რჩება


სნოუდენის საკითხი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირების ახალი თემა გახდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:08 0:00
ბმული

ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი ედუარდ სნოუდენი თვეზე მეტია მოსკოვის შერემეტიევოს ეროპორტის ტრანზიტულ ზონაში იმყოფება და რუსეთში დროებით პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდება.

სნოუდენის ადვოკატი ამბობს, რომ სნოუდენმა უკვე გაგზავნა საბუთები რუსეთის ფედერალურ საემიგრაციო სამსახურში და ამ ეტაპზე დალოდების მეტი არაფერი შეუძლია.

საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ვოლოხმა განაცხადა, რომ თუ ნოუდენი შერემეტიევოს აეროპორტიდან გავა, რუსეთი მის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

ვოლოხის თქმით, სნოუდენისთვის რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილება კარგი გადაწყვეტილება არ არის, რადგანაც ის ამერიკის მიერ ძებნილია. მან ისიც დასძინა, რომ სნოუდენისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი აეროპორტის ტრანზიტული ზონაა, სადაც საემიგრაციო სამსახურის იურისდიქცია ვრცელდება.

ვოლოხმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ სნოუდენის ამერიკისთვის გადაცემის შემთხვევაში ის სიკვდილით არ დაისჯებოდა. ამერიკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა რუსეთის იუსტიციის მინისტრს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული, რომელიც სნოუდენმა ჩაიდინა ამერიკული კანონმდებლობის თანახმად სიკვდილით დასჯის მუხლს არ ატარებს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ დრომდე უარს აცხადებს სნოუდენის ამერიკაში ექსტრადიციაზე. ის ამბობს, რომ სნოუდენი თავისუფალი კაცია.

სნოუდენის ადვოკატი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც დაზვერვის ყოფილ კონტრაქტორს რუსეთი დოკუმენტებს მისცემს იმისთვის, რომ მან აეროპორტის ტერიტორია დატოვოს, სნოუდენი ეცდება ცხოვრება რუსეთში დაიწყოს, ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც.

სნოუდენის საკითხი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირების ახალი თემა გახდა. რუსეთი და ამერიკა ბევრ საერთაშორისო საკითხზეც ვერ თანხმდებიან, მათ შორისაა, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟება აღმოსავლეთ ევროპაში, სამოქალაქო ომის დამთავრება სირიაში და რუსი ბავშვების გაშვილება ამერიკაში.
XS
SM
MD
LG