ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ედვარდ სნოუდენს ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გადასცემს


ამერიკის შეერთებული შტატები სნოუდენისთვის სიკვდილით დასჯას არ მოითხოვს

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, უშიშროების წარმომადგენლები ამერიკელ კოლეგებთან თათბირობენ ედვარდ სნოუდენის ბედზე. თუმცა უკვე ცნობილია რუსების პოზიცია, რომ მოსკოვი სნოუდენს ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გადასცემს.

დღეს, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების სააგენტოს წარმომადგენლები ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. პრეს-სპიკერს არ დაუზუსტებია დეტალები გარდა იმისა, რომ მოსკოვი სნოუდენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას არ გადასცემს.

30 წლის ედვარდ სნოუდენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ერთი თვეა იმყოფება. იგი ამბობს, რომ ეძებს იმ ქვეყნებს, რომლებიც მას თავშესაფარს მისცემენ. მისი თქმით, უარს არ იტყვის სამხრეთ ამერიკაში წასვლაზე. ვენესუელის, ბოლივიისა და ნიკარაგუის მემარცხენე მთავრობებმა მას თავშესაფრის გადაცემის იდეა უკვე შესთავაზეს.

ამ წუთებში კი ცნობილი გახდა ამერიკის იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სნოუდენისთვის სიკვდილით დასჯას არ მოითხოვს.
XS
SM
MD
LG