ამერიკელი კომპიუტერების სპეციალისტი, რომელმაც შეერთებული შტატების უაღრესად კონფიდენციალურ ინფორმაციებს ახადა ფარდა, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტს არ ტოვებს, ის ამ წუთებშიც იქ იმყოფება. მოსკოვიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯესიკა გოლოჰერი მოგვითხრობს.
ედვარდ სნოუდენის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აეროპორტში მანამდე უნდა დარჩეს, ვიდრე მისი კლიენტის მოთხოვნა პოლიტიკურ თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების მიერ საბოლოოდ არ დაკმაყოფილდება.
ანატოლი კუჩერენი: ეს უპრეცენდენტო სიტუაციაა, თუმცა გასათვალისწინებელია რუსული ბიუროკრატიული მექანიზმიც, და ის რომ სნოუდენის საბუთები ისევ განხილვის პროცესშია.
ცოტა ხნით ადრე რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ სნოუდენმა მიიღო თანხმობა დროებითი პოლიტიკური თავშესაფრის თაობაზე და თითქოს დატოვა აეროპორტის სატრანზიტო ზონაც, რომელიც ბოლო ერთი თვეა მისი საცხოვრებელი ადგილი გახდა.
სნოუდენმა რუსეთის დედაქალაქში პოლიტიკური თავშესაფარი მაშინ მოითხოვა, როდესაც შეერთებულ შტატებში მის წინააღმდეგ შპიონაჟის მუხლით საქმე აღიძრა. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სნოუდენს შეერთებულ შტატებს არ გადასცემს, ხოლო რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ამერიკიდან გაქცეული სნოუდენი ერთხელაც არ შესულა რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან მუდმივად საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში რჩებოდა.
სნოუდენმა თავშესაფარი სულ ცოტა ოც ქვეყნას სთხოვა, შეერთებულმა შტატებმა კი მისი პასპორტი გააუქმა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ დაზვერვის სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს რუსეთში დარჩენა შეეძლო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი დათანხმდება, რომ ამერიკული დაზვერვის საიდუმლო საქმიანობის შესახებ ინფორმაციების საჯაროდ გამოტანას შეწყვეტს.
სნოუდენის ადვოკატი კუჩერენი აცხადებს, რომ სნოუდენი რომელიც 30 წლისაა, თავიდან პოლიტიკური თავშესაფრის მოძებნას ლათინურ ამერიკაში აპირებდა, სადაც სამი ქვეყნის მემარცხენე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მის ჩასვლას მიესალმებოდნენ. თუმცა ამ დროისთვის, როგორც სნოუდენის ადვოკატი აცხადებს, ის რუსეთში დარჩენას გეგმავს.
ადვოკატის თქმით, სნოუდენის გეგმებში შედის სამსახურის მოძებნა და რუსეთში საცხოვრებლად დარჩენა. " მან უკვე ისწავლა მისალმება და დამშვიდობება რუსულ ენაზე, და ამბობს წინადადებას “ მოგვიანებით დაგირეკავ“,აცხადებს ადვოკატი.
ვაშინგტონში, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთს მიმართავენ რომ შეერთებული შტატები სნოუდენთან დაკავშირებულ სიტუაციაში გაარკვიონ. შპიონაჟის ბრალდებით ქვეყნიდან გაქცეულმა სნოუდენმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკვე გაამწვავა, და უაღრესად დაძაბა ამერიკა-რუსეთის ისედაც შეუთანხმებელი პოზიციები სარაკეტო თავდაცვასთან, სირიის სამოქალაქო ომის და კიდევ სხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.