ოთხშაბათს, პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში, პოლიციის ავტომობილის ბომბით აფეთქების შედეგად, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა.
ხელისუფლების ცნობით, პოლიციის მანქანა ბალუჩისტანის დედაქალაქის გარეუბანში გადაადგილდებოდა, როდესაც ასაფეთქებელი მასალით დატვირთული მანქანა ააფეთქეს. დაღუპულთა შორის, სულ ცოტა 4 პოლიციელია. აფეთქების შედეგად, კიდევ 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
გამოძიება იმის დადგენას ცდილობს აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო თუ დისტანციურად იყო მართული.
Facebook Forum