ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დაძაბულობაა


სირიის მასშტაბით ანტი-სამთავრობო დაპირისპირების დროს რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა

შაბათს სირიის დედაქალაქსა და ალეპოში სამთავრობო ძალებმა ოპოზიციის მხარდამჭერებს შეუტიეს, რათა დაკავებული ტერიტორიებიდან გაედევნათ.

დამასკო აცხადებს, რომ მთავრობამ დედაქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, შაბათს ალეპო ბრძოლის ველად გადაიქცა. სამხედრო ვეტმფრენები საჰაერო თავდასხმებს ახორციელებდნენ.სახმელეთო ჯარები კი ოპოზიციურ დაჯგუფებებს უტევდნენ, რათა დაკავებული პოზიციები დაეტოვებინათ.

ლონდონში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი აცხადებს, რომ შაბათს სირიის მასშტაბით ანტი-სამთავრობო დაპირისპირების დროს ოცამდე ადამიანი დაიღუპა.






XS
SM
MD
LG