ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პორტლენდში შერიფები გუბერნატორის უსაფრთხოების გეგმას უარყოფენ


პორტლენდის ორი რაიონის შერიფები არ იღებენ ორეგონის შტატის გუბრენატორის გეგმას, რომელიც ქალაქში პატრულირებისთვის დამატებითი ძალების ჩართვას ითვალისწინებს.

კლაკამასის ოლქის შერიფი, კრეიგ რობერტსი ფიქრობს, რომ დამატებითი სამართალდამცავი ძალების მობილიზება უშედეგო იქნება. რობერტსი ამბობს, რომ რაიონის ახლადარჩეულმა პროკურორმა ასობით დაკავებული დემონსტრანტის წინააღმდეგ დაწყებული საქმეების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ადამიანები დემონსტრანტების დროს დანაშაულების ჩადენის გამო დააკავეს.

შერიფები ასევე აცხადებენ, რომ სხვა რაიონებიდან მივლენილი სამართალდამცავების პასუხისმგებლობა ძალიან მაღალი იქნება, რადგან მათი ნებისმიერი მოქმედება საკუთარი ტერიტორიული იურისდიქციის მიღმა იქნება წარმოებული.

შერიფების გადაწყვეტილება აქარწყლებს ქალაქში მშვიდობის დამყარებისთვის გუბერნატორ კეით ბრაუნის მიერ წარმოდგენილ გეგმას, რომლის მიხედვითაც, ახლომდებარე რაიონების შერიფები და შტატის საპოლიციო ძალები ქალაქში წესრიგის დამყარებაში უნდა ჩართულიყვნენ.

დემოკრატმა გუბერნატორმა, პორტლენდის უსაფრთხოების გეგმა მას შემდეგ წარმოადგინა, რაც დემონსტრაციების მიმდინარეობისას 39 წლის აარონ დენიელსონი მოკლეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოძრაობა „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ და პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა.

პარასკევს, შტატის პოლიციის დახმარებით, პორტლენდის პოლიციამ 29 დემონსტრანტი დააკავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG