დღეს, საქართველოში გლოვის დღეა, შატილში მიმავალ გზაზე მომხდარი სამანქანო ავარიის დროს გარდაცვლილი 17 მგზავრის დაღუპვის გამო. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი ექიმის ინფორმაციით, მიკროავტობუსის ხრამში გადაჩეხვის შედეგად დაშავებული 3 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ამ ფაქტს გულისტკივილით გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და აღნიშნა, რომ ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს. "იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გარშემორტყმული ხართ ხალხით, ვინც თქვენს მწუხარებას იზიარებს", — აცხადებს დეგნანი.
ავტოსაგზაო შემთხვევას დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე ჰქონდა ადგილი. სამგზავრო მიკროავტობუსი სავარაუდოდ 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
Facebook Forum